Monday, April 14, 2014

ბზობა

ყველას გილოცავთ ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს.


Sunday, December 11, 2011



1.პროექტის სახელწოდება:   ჩურჩხლის დამზადება კახეთში.

2. პროექტის მთავარი იდეა (თემა)  1 – 2 წინადადებით:   ჩურჩხელა ყველასათვის ძალიან საყვარელი პროდუქტია.  მის დასამზადებლად საჭირო ინგრედიენტებია: ნატურალური ყურძნის წვენი, ხორბლის ფქვილი, კაკალი ან თხილი, შაქრის ფხვნილი გემოვნებით და ცეცხლი.

3. პროექტის აქტუალობა:    ჩურჩხელას ამზადებენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და სხვადასხვა წესით, მაგრამ განსაკუთრებით   გამოირჩევა  კახეთი, სადაც მარტო საჭმელად კი არა გასაყიდადაც ამზადებენ წლის ნებისმიერ დროს. ჩურჩხლის გაკეთების პროცესი დიდი რიტუალია კახეთში, ამ დღისათვის ემზადება დიდი  თუ  პატარა. ზოგი ცეცხლს ანთებს, ზოგი  ბადაგს ასხამს ქვაბში, ზოგი ფქვილს უკიდებს, ზოგი ურევს, რომ ქვაბმა  არ მიიწვას  და თათარა  კარგი გამოვიდეს ჩურჩხლის ამოსავლებად.  თუ გაივლით წლის ნებისმიერ დროს კახეთში, ნახავთ გზებზე გამოფენილ ჩურჩხელას  გასაყიდად.












4. პროექტის მიზნები:    უფრო უკეთ გაეცნოს მოზარდი ჩურჩხლის დამზადების ტრადიციას.

5. მონაწილეთა ასაკი:   6– 18   წლამდე,  II - XII კლასები.

6. ვადები/ხანგრძლივობა:  1–2 თვე.

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:   მოსწავლეები ისტ–ის საშუალებით გაეცნობიან ყურძნის სხვადასხვა ჯიშებს და მათ მრავალსახეობებს. ისინი ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას და გაარკვევენ თუ როგორ და რისგან მზადდება ჩურჩხელა. მოსწავლეები ისწავლიან ყურძნის დამზადების წესებს და ისინი ეცდებიან თვითომ გაამზადონ ჩურჩხელები გასავლებად.

8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:    ჩურჩხლის დასამზადებლად საჭიროა ნიგოზი,ძაფი, ხორბლის ფქვილი, ყურძნის  ნატურალური წვენი(ბადაგი),  საკიდი, რომლებზეც გაკიდებენ ამოვლებულ  ჩურჩხელას და შეშა ცეცხლის ასანთებად.

9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):   მოსწავლეები უკეთ გაიცნობენ საქართველოს ერთ–ერთ კუთხეს კახეთს და მის წეს–ჩვეულებებს. მოსწავლეები სკოლის ეზოში პედაგოგთან ერთად გააკეთებენ თათარას და ამოავლებენ ჩურჩხელებს.




10. საგნებთან, საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:  ბუნების გაკვეთილიდან შეისწავლიან წელიწადის დროებს, კერძოდ– შემოდგპმას. დააკვირდებიან და განიხილავენ წელიწადის ამ დროს ბუნებაში მომხდარ ცვლილებებს. შეძლებენ ისტ–ის საშუალებით ინტერნეტში საჭირო მასალის მოძიება–შენახვა–გამოყენება.

11. სამუშაო ენა: ქართული

12. პროექტის ხელმძღვანელი:  ირმა კირვალიძე

13. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:     irmaeliso@gmail.com

14.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:    irma-kirvalidze.blogspot.com